ჩვენს შესახებ

კომპანია GLC დაარსდა 2013 წელს, ის ოპერირებს Business to Business ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს ლოგისტიკური მომსახურებების სრულ ასორტიმენტს. ორგანიზაცია დაფუძნებულია მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების მქონე ჯგუფის მიერ, რომელის მფლობელობაშიც დღემდე არის სხვადასხვა სფეროებში მოქმედი ბაზრის ლიდერი კომპანიები. კომპანიას მენეჯმენტს აქვს 6 წლიანი წარმატებული გამოცდილება ლოგისტიკის სფეროში.

კომპანიას გააჩნია 6 ჰექტარის ფართობბი ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში. ბიზნესის კომფორტის მაქსიმალურად უზრუნველყოფისათვის ტერიტორიაზე გაერთიანებულია თანამედროვე, კვების უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი სასაწყობე ფართები, საოფისე ფართები, პარკინგის ადგილი როგორც ავტომობილების ასევე სატვირთო ავტომობილებისათვის, სარკინიგზო ჩიხი, ბანკის ფილიალი, კვების ობიექტი. ტერიტორიას ემსახურება დაცვა 24/7-ზე, რაც ბიზნესს კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის.